,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით:
“12 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უცდია ქართველი ხალხის გაერთიანება და შერიგება, ნაცვლად ამისა, ის მუდმივად ცდილობს საზოგადოების გახლეჩას, დაპირისპირებას, პროპაგანდირებს ძალადობას, თავის ჩინოვნიკებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს იყენებს ძალადობის ინსტრუმენტად საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ეს არის ის, რაზეც, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ისტორიულ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილს გასცემს პასუხს, მათ შორის, იმ სამარცხვინო, ამაზრზენ და მოღალატეობრივ განცხადებაზე, რომლითაც ის მოითხოვდა, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ მტრის წინაშე, ოკუპანტის წინაშე მოიხადოს ბოდიში. ამაზე, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხისგან მტკიცე პასუხს მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
ავტორები
მარიამ ხაჩირაშვილი
ლიკა ჭოჭუა