spot_img
მთავარისხვადასხვა"თუ პოლიტიკოსს პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა...

“თუ პოლიტიკოსს პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არასოდეს უნდა მიეცეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეკომპანია “მთავარი არხის” საავტორო გადაცემის წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ქართულ პოლიტიკაში პირადი ,,მე”-სა და ქვეყნის ბედთან დაკავშირებით:

,,სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ, რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა. ამ თვისების დანახვამ გამიჩინა განცდა, რომ ის ყველას პრეზიდენტია.

თუ პოლიტიკოსს პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არასოდეს უნდა მიეცეს.

ამ თვისების დეფიციტი დღევანდელ ოპოზიციაშიცაა და გუშინდელ ხელისუფლებაშიც. ,,ქართულ ოცნებაზე” საერთოდ არც ვლაპარაკობ.

თუ გვინდა დამთავრდეს ჩემიანი და მისიანი, თუ გვინდა გყვავდეს მთავრობა, რომელსაც ექნება განცდა, რომ ყველასია, მისი მაგინებლისაც კი, ამ თვისებაზე უნდა დავტესტოთ.

თუ ბიძინას დამარცხების ფორმულა კოალიციებია, ცალკე, ერთად, რა ერთობაც იქნება ეფექტური და ამას დაშლის ვინმე პირადი ემოციის გამო, ხმა არასოდეს მისცეთ.

პოლიტიკაში უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია და როცა სამშობლოს მოღალატეებს გამარჯვების შანსს აძლევ შენი ეგოს გამო, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა.

ეხება ყველა პოლიტიკოსს, რომლისთვისაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია “მე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...