ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლული ქალის არჩევანი არ ყოფილა მსხვერპლად ყოფნა… ქალები...

“მოკლული ქალის არჩევანი არ ყოფილა მსხვერპლად ყოფნა… ქალები არ კლავენ, კაცები კლავენ!” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს:

,,განსხვავებულთა ჩაგვრა და რეპრესია საქართველოში პოლიტიკურად წახალისებულია “ქართული ოცნებისა” და უშუალოდ მისი აგრესიული და სოციოპათი ლიდერის, ივანიშვილის მიერ. ამას, ამ შემთხვევაში, ხელს უწყობს ბრბოს მენტალიტეტიც, რომელიც სიცოცხლის უფლებას არ აძლევს მისგან განსხვავებულს.

მოკლული ქალის არჩევანი არ ყოფილა მსხვერპლად ყოფნა, რომელიც ემპათიას მხოლოდ მაშინ იმსახურებს, როცა უკვე მკვდარია, არადა მისი არჩევანი სიცოცხლე იყო და ამაშიც ჩანდა მისი უნიკალურობა: თავს არ წარმოაჩენდა ჩაგრულად, არამედ პირიქით – ის იყო მშვენიერი, ლაღი და თავდაჯერებული. მაგრამ სამწუხაროდ მას იმთავითვე განაჩენი ჰქონდა გამოტანილი იმათგან, ვინც ჯიუტად არ იძლევა სიცოცხლის უფლებას.

კესარია მოკლა მანიაკმა, რომელსაც რცხვენოდა და ეშინოდა იმ ხალხის, ვინც ის მკვლელად გაზარდა. კაცებს ხომ მჩაგვრელებად და მკვლელებად ზრდიან ისტორიულად და ამიტომაც კლავენ ისინი ქალებს და არა პირიქით. ქალები არ კლავენ, კაცები კლავენ!

“ქართული ოცნებაც” უკვე წლებია ქართველის ამ კადიროვულ ჯიშზე დებს ფსონს – გარეგნულად კავკასიელი გორსალა რომ არის და შინაგანად გარუსებული სადისტი, მღვდლის წვერით და თეძოებზე მოტკეცილი ტრიკოთი; ზონდერის ნიღბით, აქციებზე რომ ცემს ზურგზე ევროკავშირის დროშამოხვეულ ბავშვს და გული კი კირკოროვის შოუს მოცეკვავეობისკენ მიუწევს.

გარუსებაც ხომ სწორედ ამას ნიშნავს: მუდმივად შუშის კოლბის და ვითომ ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციების უკან რომ უნდა დამალო შენი ავადმყოფური ზრახვა-სურვილები და სხვას კი, ვისაც ბედნიერება და განვითარება უნდა, სიცოცხლის უფლება არ მისცე”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“გიორგი ვაშაძის ინიციატივა ერთიანობის შესახებ უნდა იქცეს რეალურ სამოქმედო გეგმად. ეს არის ნდობის...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პატიმრობაში მყოფი...

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...