ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ...

კახა კალაძე: “თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ”

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო 41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება:

ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს და სურვილი აქვთ, რომ რეალობა შეცვალონ. მცდელობა აქვთ, ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები, ყველა კრიტერიუმით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ უსამართლო დამოკიდებულება, ასევე, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ.

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ბიზნესი სრულად თავისუფალია და სახელმწიფო არ მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, წილების წართმევა და ა.შ. ნახეთ რა ხდება ციხეებში, როგორი მდგომარეობაა, როგორი დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად წამოუყენა ულტიმატუმი ივანიშვილის მაფიას…” – მიხეილ სააკაშვილი

ევროკავშირის სანქციების და ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების თემას პოლიტიკური შეფასებებით...

“ჩვენი ოპოზიციური პოლიტიკოსების და მათი მოკავშირე ენჯეო კლასტერის ერთერთი დიდი მინუსი არის სტრატეგიული ხედვის...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძის მძიმე შეფასებები ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...