ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროპის კავშირის წევრობა საქართველოსათვის აუცილებელი, იმისთვის, რომ განიცადოს...

“ევროპის კავშირის წევრობა საქართველოსათვის აუცილებელი, იმისთვის, რომ განიცადოს კიდევ უფრო დიდი წინსვლა და ვაჩვენოთ ევროპას და მსოფლიოს რა შეგვიძლია, რას ნიშნავს ქართული ნიჭი და ენერგია!” – ლაშა ბაქრაძე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ბაქრაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილის შესახებ:

,,ამასწინათ რიყეზე გამოსვლისას, დავითის ისტორიკოსი ვახსენე, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი და იქიდან მინდა ერთი ციტატა მოვიტანო:

,,და თუმცა დავითს სპარსთა ჰქონებოდა მეფობა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხუათა დიდთა სამეფოთა, მაშინმცა გენახნეს ნაქმარნი მისნი უაღრესი და სხვათა ქებულთანი“.

ანუ დავითი რომ ყოფილიყო ისეთი ქვეყნების მეფე, ისეთი დიდი ქვეყნების, როგორიც არის სპარსეთი, საბერძნეთი ან რომის იმპერია, მაშინ ნახავდით რისი გაკეთება შეეძლო. საერთოდ ეს არის, მე ვიტყოდი, ისტორიულად ქართველების პრობლემა, რომ პატარა საქართველო არ იძლევა ქართული ნიჭისა და ენერგიის ისეთუ განვითარების საშუალებას, როგორიც შეიძლება ამ ერში იყოს ჩადებული, ამ ადამიანებში, ქართველებში იყოს ჩადებული.

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ასეც ხდებოდა ხოლმე ისტორიულად, რომ, მაგალითად, ბიზანტიის, სპართა იმპერიაში, რუსეთის იმპერიაში, რა საკვირველია საბჭოთა კავშირშიც, ეს ენერგია და ნიჭი ქართველებისა გამოჩდა, რადგანაც ამ ენერგიას და ნიჭს განვითარებისათვის სივრცე სჭირდება.

მაგრამ განსხვავებით ჩვენი წარსული ისტორიისა დღეს პირველად გვეძლევა შანსი დემოკრატიულ, კონკურენტუნარიან გარემოში გამოვიჩინოთ ეს ნიჭი და ენერგია, ჩვენ თავსაც და მსოფლიოსაც ვაჩვენოთ თუ რისი შესაძლებლობები გვაქვს.

იმიტომ, რომ ქართველს, ჩემი აზრით, სჭირდება აი ეს განვითარებისათვის სივრცე და ევროპის კავშირი, აი ამ სივრცეს გვაძლევს. ამიტომაც არის ჩემი აზრით, ევროპის კავშირის წევრობა საქართველოსათვის აუცილებელი, იმისთვის, რომ განიცადოს კიდევ უფრო დიდი წინსვლა და ვაჩვენოთ ევროპას და მსოფლიოს რა შეგვიძლია, რას ნიშნავს ქართული ნიჭი და ენერგია!”, – აღნიშნა ლაშა ბაქრაძემ.

ავტორები
მარიამ ხაჩირაშვილი
ლიკა ჭოჭუა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“საპატიმრო დაწესებულებიდან გიგზავნით ჩემს ხედვას, როგორ მივაღწიოთ გამარჯვებას” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საზოგადოებას მიმართავს - მეგობრებო,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...