ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება,...

“ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო” – გიორგი ბარამიძე

ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება არის პუტინს დავალება, რომელიც მან ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო და უნდა რომ შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია. სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან შეცვალოს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, სადაც დადგინდა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ მწვავე პოლიტიკური შეფასებები მისცა ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს:

გორში ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იყო მოღალატეობრივი. მან და მისმა პატრონებმა კრემლში ძალიან კარგად იციან, რომ ივანიშვილის ეს მოღალატური ბანდა ამ არჩევნებს აგებს, ამიტომ მან ის დავალება, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლამდე მიიღო პუტინისგან, უნდა შეასრულოს ბოლომდე, სანამ ხელისუფლებაშია.

სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა თქვას ის, რაც სჭირდება პუტინს, რადგან მან თავიდან ბოლომდე შეეცადოს გადაწეროს არა მარტო საქართველოს ისტორია, არამედ შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ჰააგის და სტრასბურგის სასამართლომ რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით და სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის აგრესორი და არა საქართველო ომის დამწყები, სადაც დადგინდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მან განახორციელა ეთნიკური წმენდა, ეს უნდა გადაატრიალოს თავდაყირა.

პუტინს სურს თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა და მას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, მას ასევე სურს, რომ პუტინმა თავიდან აიცილოს ის ფინანსური სანქციები, რომლის გადახდა მას მოუწევს ქართული საზოგადოებისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის, რაც მან განახორციელა 2008 წელს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“გაიხსენოს რომ ბიძინას შნირი იყო და პუტინი მტრად არ მიაჩნდა, დედამიწა – ქალამნად” –...

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...