პარტიის ,,ჩვენ” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას ეხმიანება და კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს, სანქციებთან დაკავშირებით:
,,დღეს, ორდღიანი დუმილი დაარღვია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს აბსურდული საბაბით აარიდა თავი.
შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძის გამო, ხელისუფლებამ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით ფინანსური სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, მანამ, სანამ ქართული სასამართლო არ მიიღებს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ქვეყანაში ყველა სტუქტურა მოშლილია, დამორჩილებულია ერთი კაცის ნებას, კანონი არ კანონობს და ეს განუკითხაობა უკვე კატასტროფულ მასშტაბებს აღწევს”, – წერს დავით ქაცარავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე