მკლევარი ლევან სანიკიძე, ეკა კვესიტაძის გადაცემა ,,განსხვავებულ აქცენტებში’’, საუბრობს ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ პარალელებს ავლებს:
,,ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე, ამ ქვეყნის შემდგარი მოღალატეა, რომელსაც, მათ შორის, თამასუქები აქვს რუსებთან გასასწორებელი. 12 წელი რუსების გავლენით ამ კაცმა ქვეყანაში იბაირამა, რასაც რუსები სთხოვენ, იმას აკეთებს. თორემ ნებისმიერი პრაგმატული გათვლით, რუსული კანონი, რომ არ მიეღო, ეს განცხადება, რომ არ ეკეთებინა, ოდნავ პროდასავლური იმიჯი, რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლებაში სამწუხაროდ, სავარაუდოდ, დარჩებოდა.
ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩართოთ რუსული პროპაგანდისტული არხები, სადაც პირველ ნიუსად გამოაქვთ ბიძინას ციტატები. 1. ამას აკეთებს დაკვეთით და 2. გარშემო ჰყავს შემდგარი მოღალატეთა წრე. ბიძინას აღარ აქვს განცდა პარალელური საქართველოს, პარალელურ საქართველოდ გვთვლის ჩვენ, მისთვის ქოცობა არის იდენტობა.
ორი საქართველო ვცხოვრობთ, მე სხვანაირად შევხედავდი, აი ტაში ვინც დაუკრა ის ქართველი არ არის ჩემთვის და ქართველობა ჩემთვის ის წარმომავლობა არ არის იდენტობაა. შეიძლება არ გქონდეს ქართული გვარი, მაგრამ იყოს სულით, შეგნებით ქართველი. ეს, რაც ბიძინამ ჩაიდინა და იქ რამდენიმე ადამიანი, ვინც ამას აჰყვა და ტაში დაუკრა – ჩაიდინა შეგნებული ღალატი.
მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც შექმნა 2008 წლის აგვისტოს ომმა, ჩემთვის ეს არის იარა და ჩემთვის ეს ომი არ არის დასრულებული. მე ვიყავი 8 წლის და მახსოვს ამ ბიჭების გმირობა და დღეს სხვათაშორის ირაკლი კობახიძემ ირიბად აღიარა, რომ ომის დაწყების დღე არის 7 აგვისტო და არა 8 აგვისტო, აღიარა მოღალატეობრივად, მაგრამ მაინც თქვა 7, მოუწია და ბევრი რამ მოუწევს ამ ხალხს.
მათი ქმედებები უკვე არის ირაციონალური და რაზეც ბიძინა ივანიშვილი დგას, არიც ავტორიტეტების განადგურება, ეს არის მისი პირველი თვისება, რომ მის გარდა არავინ დარჩეს ავტორიტეტი. მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც გმირებს და მათ შორის გარდაცვლილ, მაგრამ ღირსეულ ადამიანებს ბიძინასნაირი მოკვდავები ვერ აჯობებენ ვერასდროს. 100-ჯერ რომ დაიბადოს ბიძინა ივანიშვილი, ერთი გიორგი ანწუხელიძე ყოველთვის აჯობებს. ეს არის მისი ბედისწერა, ვერ გადაწონის ფული ამას, ვერ შეცვლის.
მე მქონდა სირცხვილის განცდა, როდესაც ვკითხულობდი გმირი ქვრივების პოსტებს. ეს ხომ უნდა წარმოიდგინო, როგორ კრეფს ტექსტს ადამიანი, რომელსაც წაართვეს ყველაზე ძვირფასი, მაგრამ ამ დროს არის ყველაზე ამაყი. ჩემთვის ისიც ცუდი არის, რომ პირისპირ აღმოჩნდა ეს ხალხი ბიძინასთან, მათი ქმრები მათი დასაცავი გახდნენ, შეიძლება რამდენიმე საათით, მაგრამ მაინც მათი დასაცავები გახდნენ. ეს არის ჩემთვის საქართველო!’’, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი