ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მშიერ ბავშვს...

“სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მშიერ ბავშვს და მეტ გაღარიბებულ ოჯახს საქართველოში” – სერგო ჩიხლაძე

ოცნება” ვერაფერს ვეღარ გადახედავს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად 1 თვე, 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-სთან ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.

როგორც ჩიხლაძე აღნიშნავს, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში იზოლაცია, სიღარიბე და გაჭირვება ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება:

უპირველეს ყოვლისა, “ოცნება” ვერაფერს ვეღარ გადახედავს, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში იქნება ზუსტად 1 თვე, 26 ოქტომბრის შემდეგ ის ხელისუფლებაში არ იქნება, ვერაფერს ვეღარ გადახედავს, საბედნიროდ. მეორე – სანქცირებული ხელისუფლება ნიშნავს მეტ იზოლაციას, მეტ მშიერ ბავშვს, მეტ გაღარიბებულ ოჯახს, მეტ გაქცეულ ქართველს ქვეყნიდან.

ეს არის “ოცნების” 12 წლიანი მოღვაწეობის შედეგი და რაც შეეხება შიშს, ოცნებასა და ივანიშვილს ეშინია ქართველი ხალხის იმიტომ, რომ მათი მათი მხარდაჭერა 25-27%-ს არ სცილდება, ამიტომ მთავარი სანქცია “ქართულ ოცნებას” 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მხრიდან დაედება, ეს არის მთავარი შიში, რაც აქვთ მათ”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ევროპული ბიუროკრატია დაამარცხა” – კახა კალაძე

"ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას - ქილიკით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

გაზაფხულის პირველი მახარობელი – ნიბლია ანუ სკვინჩა (fringilla)

კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი წელიწადის სხვადასხვა დროს გვხვდება....