ორშაბათი, ივლისი 28, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"26 ოქტომბერს ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ ...

“26 ოქტომბერს ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ – ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე

26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ანუ ქართული საზოგადოება, ერი და ბერი გაიმარჯვებს, იმიტომ რომ მართლები ვართ. მართლები ვართ ამ ქვეყანასთან, ჩვენს კულტურასთან, ტრადიციასთან, ჩვენს ახალგაზრდობასთან, მთლიანად ქართველ ერთან. ჩვენი არჩევანი არის ევროპული, ღირსებით ევროპაში და არა ცალ ფეხზე. ჩვენი არჩევანი არის ღირსებით ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და არა პატრონების კარნახით, ცალფეხაზე, რისკენაც მოგვიწოდებენ. 26 ოქტომბერი იქნება „ფსევდო ლიბერალების“ პოლიტიკურად დასამარების დღე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ცნობილია, თუ რას გეგმავს რადიკალური ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

სიუჟეტიც ვიცით, რას გააკეთებენ. 26 ოქტომბერს გამოვარდებიან, იტყვიან რომ პირველ, მეორე, მესამე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ, როცა სიმართლეს ნახავენ, გაწბილებულები მოუწოდებენ თავიანთ პატრონებს დაფინანსებისკენ და ახალგაზრდებს ისევ შეცდომაში შეიყვანენ. 27 ოქტომბრიდან იქნება ისევ არეულობა და ქაოსი. ეს იქნება ამათი ხედვა, სტრატეგია, ამოცანა. რისკენ მიდიან? მიდიან, რომ რევოლუცია მოაწყონ ამ ქვეყანაში, რომ აგენტურა დასვან საქართველოს მთავრობაში როგორც 2003 წელს და შემდეგ უკვე, იქნება მეორე ფრონტი, ლგბტ პროპაგანდა, მერე გზა ხსნილია ყველაფრისთვის.

ცალ ფეხზე მოხტუნავე უსამშობლოები გვყავს ოპოზიციაში, რადიკალურ ოპოზიციაში, მათი სახელი არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც განფენილია სხვადასხვა პარტიაში. არ გაგიტარებთ, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს, ქართველ ხალხს არჩევანი აქვს გაკეთებული – ღირსებით ევროპისკენ და ჩვენ ამ არჩევანს დავიცავთ ყველა ერთად.

ერიც და ბერიც გავერთიანდებით, რომ 26 ოქტომბერს ეს უსამშობლოები პოლიტიკურ სანაგვეზე გავუშვათ, ხოლო საქართველომ ბოლოს და ბოლოს, მოიპოვოს მშვიდობა და მშვიდობით განვითარება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი პარლამენტის ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“წელს ყველა ელოდა, რომ ის ნობელის პრემიას მიიღებდა…” – მიხეილ სააკაშვილი ცოტნე ჯავახიშვილთან დაკავშირებით

მსოფლიოში სახელგანთქმული ბიოლოგის, ცოტნე ჯავახიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება...

“გაფუჭებულმა-გახრწნილმა “პოლიტპროდუქტმა” აგვიყროლა ჩვენი ლამაზი ქვეყანა!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის არაპირდაპირი მინიშნებები: "რომ...