ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ორი ამხელა კაცი რომ ამ დონეზე დეგრადირდა,...

“ეს ორი ამხელა კაცი რომ ამ დონეზე დეგრადირდა, რომ სალომეს ჩარევა დასჭირდათ მედიატორად” – ზაალ ანჯაფარიძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მედიატორობით პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარისა, გიორგი გახარიასა და პარტია “ლელოს” თავჯდომარის, მამუკა ხაზარაძის შეხვედრას ირონიული და დამაკნინებელი შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

სალომე და ოპოზიციის თოჯინების თეატრი – ამჯერად თოჯინებად გახარია და ხაზარაძე.

ეს ორი ამხელა კაცი რომ ამ დონეზე დეგრადირდა, რომ სალომეს ჩარევა დასჭირდათ მედიატორად, ამის იქით ხომ პოლიტიკური პლინტუსია ორივესთვის, თუ ამას ვერ ხვდებიან და ხვალ მორჩილად მიცოცდებიან სალომესთან, მერე დაითვალონ მათი ისედაც მწირი ამომრჩეველი.

თუკი ხაზარაძეს შეუძლია ასე მარტივად ერთი ხელის მოსმით, ან გარედან ვიღაცეების კარნახით ასე რადიკალურად შეიცვალოს პოზიციები გახარიას მიმართ, და იგივე შეუძლია გახარიასაც, მაშინ ეს ადამიანები რას იზამენ რეალურ პოლიტიკაში, თუკი ხელისუფლებაში მოხვდნენ? რას უწოდებენ ასეთებს, თავადაც კარგად იცით სიტუაცია დღესავით ნათელია, ეს არის უცხო ქვეყნის აგენტურის წინასაარჩევნო ფართხალი და იმის მკაფიო ნიშანი, რომ ძალიან გაუჭირდათ.

პირველი კითხვა საარჩევნო ხასიათის: გაერთიანების შემთხვევაში რა ნომრით გამოვა გახარიას პარტია? 9-იანით?

მეორე კითხვა პოლიტიკური ხასიათის: გახარიას პარტია თმობს საკუთარ პოლიტიკურ და პარტიულ იდენტობას? რა გზავნილი ექნება საკუთარი ელექტორატის მიმართ?

მესამე კითხვა რიტორიკული: ორი თაღლითის და ერთი მოღალატის გაერთიანება როგორ გამოიყურება?“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

“ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ” რუსული” – კახა კალაძე

„ე.წ. დიფსთეისთვის არასასურველი პოლიტიკური პარტია რომ იმარჯვებს, მაშინვე შემოაქვთ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...

გაზაფხულის პირველი მახარობელი – ნიბლია ანუ სკვინჩა (fringilla)

კრწანისის ტყეპარკში 88 სახეობის ფრინველი წელიწადის სხვადასხვა დროს გვხვდება....