ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია...

“დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია – მათ საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე მასწავლებლები ერთმანეთს დაუპირისპირეს” – ნანა ტოხვაძე

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თბილისის სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ და განათლების სისტემაში არსებული პრობლემები განიხილეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ოცნებამ“ მასწავლებლები ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქცია:

დაპირისპირება, შუღლი და პროპაგანდით მართვა ხელისუფლების სავიზიტო ბარათია. მათ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს, როცა საკუთარი საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე ერთმანეთს დაუპირისპირეს მასწავლებლები.

სტატუსების, საათების, ტყუილი დაპირებების მსხვერპლად აქციეს პედაგოგიური საზოგადოება.

კითხვას ვუსვამ კობახიძეს და მის ქვეშევრდომ გიორგი ამილახვარს – დაპირებული საშუალოდ 500 ლარით და მეტით ხელფასის ზრდა, რამდენ მასწავლებელს შეეხო? წარმოადგინეთ სტატისტიკა, რატომ და როგორ მოატყუეთ მასწავლებლები.

სინამდვილეში, ხელისუფლების ამოცანა განათლების ხარისხი კი არა საარჩევნო ხმებია. ამიტომაც დადეს ფსონი რაოდენობრივად ყველაზე დიდ სეგმენტზე 41000 უფროს მასწავლებელზე, ხოლო მაღალი სტატუსისა და მიღწევის მქონე 10 000 მასწავლებელი უცერემონიოდ გაწირეს.

ამიტომ გვჭირდება გამარჯვება 26 ოქტომბერს, ამიტომ გვჭირდება ევროპული 14 მილიარდიანი მხარდაჭერა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის, ყველა მასწავლებლის შრომა დაფასდეს ღირსეულად”, – განაცხადა ტოხვაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“დიფ სთეითის დამარცხება იქნება ირაკლი კობახიძის და ტრამპის შეხვედრა – ქოცებო, ამაზე იოცნებეთ” –...

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება აშშ-ში საქართველოს...

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...