ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა რესურსები გააჩნია პარტიას ქვეყნის ე.წ. უკეთესი მომავლისთვის:
,,სარგებლობენ იმით, ხომ ამბობენ, რომ მეორე მხარეს არის არჩევანი – ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც უკვე ამ ქვეყანაში ომის გამოცდილება აქვს და ხალხის აღქმებშიც, რა თქმა უნდა, ,,ნაციონალური მოძრაობა” პირდაპირ არის დაკავშირებული ომთან. ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. ამიტომ ამბობენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. ამიტომ ეშინიათ ჩვენი. ამიტომ ვერ ბედავენ, რომ დაჯდნენ დებატებში.
მე მჭირდება ნახევარი საათი. ნახევარი საათი დამჭირდება, რომ დაინგრეს ივანიშვილის მშვიდობისმყოფელის მითი.
მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც აქვს ნდობა და რესურსი, რომ ესაუბროს ევროპასაც და რომელსაც შეუძლია პრაგმატულად ესაუბროს რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე