ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!"

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გავრცელებული განცხადებით

ჩემს მიერ აშენებულ გორის ჩიხში გაკეთებულ განცხადებებზე, არამხოლოდ საქართველოს არცერთ მმართველს არ ჩაუდენია ათასწლეულების განმავლობაში ივანიშვილის მსგავსი სახელმწიფო ღალატი, არამედ ვერ ვიხსენებ, რომ ბოლო ათწლეულებში რომელიმე თანამედროვე მსოფლიოს მსგავს მაგალითს.

ივანიშვილი თავიდანვე მიჰყვებოდა გეგმას. ჯერ წულუკიანმა მისი დავალებით ხელოვნურად მოახდინა 2015 წელს პროვოცირება ჰააგის პროკურორის მიერ ქართველი სამხედროების ქმედებების გამოძიების. ივანიშვილს და რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლო დამადანაშაულებდა მე და ქართველ ჯარისკაცებს. სინამდვილეში მოხდა ის რომ 2022 წელს ჰააგის პროკურორმა მთლიანად გაამართლა ჩვენი ქმედებები.

გაწბილებულმა ივანიშვილმა/რუსებმა გადაწყვიტეს იგივე გააკეთონ ახლა ყოველგვარი საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე. ამის პარალელურად გორის განცხადებით ივანიშვილმა ავტომატურად ჩააყენა საქართველო მილოშევიჩის სერბეთის მდგომარეობაში (ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სერბებს დღემდე არანაირი ბოდიში არ მოუხდა) ამით მან მწვანე შუქი აუნთო “სამხრეთ ოსეთის” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას და დიდი ალბათობით თვითონაც ემზადება ასეთი აღიარებისთვის.

ყველა ვინც ამას მისცემს ხმას, ოფიციალურად თანამონაწილეობს ღალატში. ასეთია როგორც ყველასთვის ნათელი გახდა მისი ვალდებულებები რუსების წინაშე. ვშიშობ მან ეს არჩევნებამდე არ გააკეთოს, რათა უზრუნველყოს როგორც მინიმუმ რუსების მიერ ნების დართვა არჩევნების შემდეგ გადასახლდეს მის მიერ მოსკოვში იანუკოვიჩის მახლობლად ახლახან შეძენილ სასახლეში.

და ბოლოს მინდა მივმართო მათ ვისაც კიდევ სჯერა (ასეთი დღეს აბსოლუტური უმცირესობაა) რომ მე რაღაც რეალური დანაშაულისთვის ვარ პუტინის საამებელ ტყვეობაში. მე უკვე სამი წელია ვარ გამომწყვდეული მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ არ ჩავაბარე ჩვენი ქვეყანა, არ მივატოვე თბილისი და ორგანიზება გავუკეთეთ აგრესორისადმი წინააღმდეგობას.

საქართველო არასდროს მოიხდის ბოდიშს!“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ისევ აღშფოთებულია, მართმადიანი სალომე ზურაბიშვილი” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...