„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მწვავე განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოზიციის გამო 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდის შეთავაზებაზე:
„ივანიშვილის განცხადება გორში იყო ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე ამაზრზენი მოღალატეობრივი.
რას ეუბნება ჩვენი ეროვნული გმირების ოჯახებს, მათ მეუღლეებს, დედებს, შვილებს, რომ მათ ჩვენ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ მტრის წინაშე?
საქართველო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის უკიდურესად შეურაცხმყოფელი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული განცხადება და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის სწორედ ამ განცხადებაზე პასუხს ქართველი ხალხისგან 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს