ორშაბათი, ივლისი 28, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართველი ბოდიშს არასდროს მოიხდის მათ მიმართ, ვინც საქართველოს...

“ქართველი ბოდიშს არასდროს მოიხდის მათ მიმართ, ვინც საქართველოს მტრობს” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში მწვავე შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც საუბრია, რომ ქართულმა მხარემ ბოდიში უნდა მოიხადოს 2008 წლის აგვისტოს ომის გამო:

,,ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმ ადგილას, სადაც 2008 წელს ბომბები ცვიოდა, სადაც არა ერთი ქართველი ქალი, ბავშვი და ჯარისკაცი შეეწირა რუსეთის ოკუპაციას იმის გამო, რომ საქართველოს არ დაეკარგა თავისი სუვერენიტეტი, მთლიანობა – არის პირდაპირ ანტიქართული, რომელიც მიმართულია იმისაკენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კლანმა ადგილი გაინაღდონ რუსეთში, არჩევნების წაგების შემდეგ.

ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა კვლევაში, მათ მიერ ჩატარებულ კვლევებშიდაც კი, მარცხდება ,,ქართული ოცნება”, რადგანაც მმართველი პარტია დღეს არის პრორუსული ძალა, რომელიც იმართება პირდაპირ კრემლიდან და შეგვიძლია ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის პუტინის ლობისტი.

აქედან გამომდინარე აკეთებს ასეთ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ქართველი ხალხის მიმართ, რომ თურმე ჩვენ ბოდიში გვაქვს მოსახდელი სეპარატისტებისა და რუსი ოკუპანტების მიმართ.

ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, კეთილდღეობისთვის.

ჩვენ არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ის თაობა, რომელიც დავიბადეთ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში, რომლებმაც ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ რა ხდებოდა 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებდა, არასდროს, არასდროს თავს არ დახრის ოკუპანტის წინაშე და პირიქით, ყოველთვის ვიქნებით იმ განწყობით, რომ ის ძალები საქართველოში, რომლებიც ლობირებენ კრემლის პოლიტიკას, არ დავუშვებთ მათ ბატონობას და უხეშ მმართველობას.

ქართველი ბოდიშს არასდროს მოიხდის მათ მიმართ, ვინც საქართველოს მტრობს”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის” – გიორგი ბარამიძე

“ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და ვიზალიბერალიზაცია არაფერს ნიშნავს ივანიშვილისთვის,...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

“რანაირად აპირებთ ვინმესთვის რამის გამოგლეჯას?” – ნინო ჯანგირაშვილი

არჩევნებში მონაწილე პარტიებს კონკრეტულ ფაქტებზე აპელირებით, შეკითხვებით, განმარტებებით და...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...