კვირა, ივლისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა"...

“განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა” – კახა კალაძე დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე

მათ საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, დავიცავით საქართველოს ინტერესი, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ჟურნალისტმა დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მწვავედ კრიტიკული განცხადებების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე გეკითხებით, გახსოვთ 2012 წლამდე პერიოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ? დღეს ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ.

დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს რადიკალები ვინც არიან, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პირიქით აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათ აზრზე არაა, სახლებში უვარდებიან თავიანთი ტელევიზიებით და ასე შემდეგ. ავიღოთ გამჭვირვალობის კანონი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან ეწინააღმდეგებოდეს განვითარებას, დემოკრატიულობას?

გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეწარმეს და ქართველ გლეხს დავაზიანებდით. საქართველოს გამოყენება კი არ მოხდება არცერთი ქვევყნის ინტერესებისთვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ საკუთარ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ვიცი როგორც დავასრულო კრიმინალის თარეში ქვეყანაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

“უბედურება ისაა, ბევრი რომ ვერ მიმხვდარა, სად უნდა ურტყა ამ რუსულ რეჟიმს” – რომან...

დინამო არენაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...