საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, გავრცელებული განცხადებით ,,ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 14 სექტემბერს, გორში გამართული შეხვედრაზე პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას ეხმაურება, რა დროსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შეფასება მოახდინა და ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა:
,,გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი