ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები,...

“ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები, ცრუ განწყობა იმის, რომ ისინი იგებენ არჩევნებს” – გია ჯაფარიძე “ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებებზე

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო დაპირებებისა და განცხადებების შესახებ:

,,ჩემი აზრით ეს არის დამარცხებული პარტიის განცხადებები. როგორც ჩანს მათაც აქვთ თავისი კვლევები და ამ კვლევების მიხედვითაც ,,ქართული ოცნების’’ რეიტინგი როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა რეგოინებში, ქალაქებში არის საკმაოდ დაბალი.

ამიტომ ახლა ისინი ცდილობენ საკუთარ ამომრჩევლებში შექმნან ის რწმენა, ყალბი მოლოდინები, ცრუ განწყობა იმის, რომ ისინი იგებენ არჩევნებს და აპირებენ ისევ ამ პოლარიზაციის, ამ რაღაც ძალადობის დაანონსებით საკუთარი მომხრეების კონსოლიდაციას.

სინამდვილეში ახლა 12 წლის მმართველობის თავზე სხვა დაპირება ,,ქართულ ოცნებას’’ გარდა იმისა, რომ გააუქმებს ყველა ოპოზიციურ პარტიას, გააუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, თავისუფალ საგანმანათლებლო სივრცეებს, გარდა ამ ძალადობის დაანონსებისა სხვა დაპირება საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს.

12 წლის შემდეგ ისევ ებრძვის პარტიას, რომელიc 12 წლის წინ დაამარცხა. მე მგონია, რომ ამასთან გვაქვს საქმე… წინასაარჩევნო პროპაგანდაა, თან ეს არის წინასაარჩევნო გზავნილი, რითაც თავის მომხრეებში ცდილობს მხარდაჭერის კონსოლიდაციას’’, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სიყვარულის და მადლიერების მოპოვებაზე ივანიშვილს დიდი ხანია ხელი აქვს ჩაქნეული” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ რეალობაზე საუბრობს ბიძინა ივანიშვილთან კავშირში: "ღამის...

“ირაკლი კობახიძის გამონათქვამს ჩემი ადრეული შეფასების ირიბ დადასტურებად ვიღებ” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია...

“ივანიშვილის დასრულებასთან ერთად, დაიწყება დრო, როცა პარტიებს ამომრჩეველი გააუქმებს (ჩარეცხავს), და არა ახირებული ტირანი,...

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ინიციატივები და საკონსტიტუციო სასამართლოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ასეთი ადამიანები წერენ ისტორიას🙏🙌” – ელისო კილაძე მურთაზ ზოდელავაზე

"ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, დაპატიმრებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოს,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...