spot_img
მთავარისხვადასხვა"ეს ჩაიდინა დღეს ოლიგარქმა ივანიშვილმა..." - შალვა ნათელაშვილი

“ეს ჩაიდინა დღეს ოლიგარქმა ივანიშვილმა…” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა Facebook live-ის მეშვეობით პოლიტიკური შეფასება გააკეთა პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გორში გამართული შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით:

,,მე ვერ ვუყურე გორში მმართველი პარტიის და მისი ე.წ. ლიდერ-ოლიგარქის თავყრილობას. რუსულ საიტებზე შევედი და წავაწყდი სიხარულის ყიჟინას იმის თაობაზე, რომ არჩევნების შემდეგ საქართველო ბოდიშს მოუხდის ოკუპანტ-სეპარატისტებს ცხინვალის რეგიონში მომხდარის გამო.

მინდა მოგახსენოთ, რომ აი, ამ განცხადებით, რაც ქვეყნის ფაქტობრივმა მმართველმა გააკეთა, შესრულდა არა მარტო კრემლის დავალება – ზუსტი შესაბამისობით, არამედ დღევანდელ ეტაპზე გამოირიცხა იმაზე ფიქრის პერსპექტივაც, რომ ეს სივრცე დედა-სამშობლოს დაუბრუნდეს და უფრი მეტიც, მომზადდა პოლიტიკურ-სამართლებრივი ნიადაგი, რათა ჩვენმა მტრებმა აღასრულონ თავიანთი სანუკვარი ოცნება – ცხინვალის რეგიონი მიუერთონ რუსეთის ფედერაციას და შექმნან რესპუბლიკა ალანია კავკასიონის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე.

ეს ჩაიდინა დღეს ოლიგარქმა ივანიშვილმა. მისი დანაშაულებრივი-მოღალატეობრივი ქმედებების ანულირება კიდევ შესაძლებელია 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გამოტანილი ისტორიული ვერდიქტით…”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...