კვირა, ივლისი 20, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის,...

“14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო” – გიორგი ვაშაძე

ველოდები პასუხს საჯარო დებატებზე, თუ მართალი ხართ, არ უნდა შეგეშინდეთ – თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას“, – სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მიმართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ირაკლი კობახიძესთან საჯარო დებატების შემთხვევაში დაასახელებს იმ თითოეულ ფონდს, საიდანაც არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, 14 მილიარდიან დაფინანსებას მოიპოვებენ:

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდი ევრო შეგვიძლია მოვიზიდოთ ევროპული ფონდებიდან იმისთვის, რომ განვავითაროთ საქართველო, სოფლის მეურნეობა, წარმოება, განათლება, სოციალური მიმართულებები. არ დარჩება სოფელი, სადაც არ იქნება წყალი, არ იქნება სოფლის მეურნეობა განვითარებული, არ დარჩება რეგიონი, სადაც არ იქნება წარმოება, შევქმნით სამუშაო ადგილებს. ამ 14 მილიარდს, ჩემო კარგებო, დღეს ბლოკავს „ოცნება“, რომელმაც გადაუხვია ევროინტეგრაციის გზას და ისინი ძალიან ნერვებაშლილები არიან იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიჭირეთ კიდევ ერთ საკითხში, რომ ისინი ბლოკავენ 14 მილიარდის მოპოვებას.

მეორე დღეა უკვე ველოდები ბატონი ირაკლი კობახიძისგან პასუხს დებატებთან დაკავშირებით. ბატონო ირაკლი, მე გთავაზობთ საჯარო დებატებს, სადაც ყველა იმ ფონდის სახელწოდებას მოვიტანთ, სადაც თქვენ გაჩვენებთ, თუ საიდან ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას. რატომ გაურბიხართ პასუხს? რატომ ბლოკავთ 14 მილიარდიან დაფინანსებას და რატომ გაურბიხართ საჯარო დებატებს, სადაც ხალხის თვალწინ დაგისახელებთ სათითაოდ ყველა იმ ფონდს, საიდანაც ვაპირებთ 14 მილიარდის მოზიდვას.

ველოდები პასუხს თქვენგან, თუ მართალი ხართ არ უნდა შეგეშინდეთ საჯარო დებატების, ხოლო თუ ტყუით, ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას, რომ თქვენ ბლოკავთ ამ თანხის მიღებას საქართველოსთვის, ისევე, როგორც დაბლოკეთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და 26 ოქტომბერს ჩვენ ამ ბლოკს აუცილებლად ავხსნით – 14 მილიარდი საქართველოს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რეჟიმის საქმე წასულია, მათ არასწორი მხარე აირჩიეს, მისი დასრულება მხოლოდ დროის საკითხია და ეს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" მიერ...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...