“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებთან ერთად სამგორის რაიონში გამართული შეხვედრის შემდეგ გია ჯაფარიძემ განაცხადა: “წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვიმყოფებით სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრაზე და განწყობა აქაც, როგორც ხედავთ, პოზიტიურია, რადგან ხალხი ითხოვს ცვლილებებს და ელოდება 26 ოქტომბერს, რომ საქართველო დააბრუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, დააბრუნოს აღმშენებლობის გზაზე.
ჩვენ გვაქვს მხოლოდ ორი არჩევანი: ან კეთილდღეობა ევროპაში ან სიღატაკე იზოლაციაში. მე ვფიქრობ, მოქალაქეები ამას აცნობიერებენ. რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან გვაქვს საუბარი ადგილობრივ პრობლემებზეც, რომლებიც ამ კონკრეტულ რაიონში არსებობს. არის ცვლილებების იმედი, რწმენა და სურვილი და მჯერა, 26 ოქტომბერს, მათ შორის, სამგორის მოსახლეობა თავის სიტყვას იტყვის“.