კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ...

“ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მოვიტანთ 14 მილიარდს, ანუ წვდომა ექნება საქართველოს 14 მილიარდ ევროზე” – პაატა მანჯგალაძე

ეს არის რეალური, „ოცნება კეტავს“ ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მსგავსი ევროპული დაფინანსება საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოხმარდება:

ჩვენი დაპირება არის რეალური, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჩვენ მოვიტანთ 14 მილიარდს, ანუ წვდომა ექნება საქართველოს 14 მილიარდ ევროზე, ეს არის რეალური, ეს არის კონკრეტული ევროპული ფონდი, რომელიც გაწევრიანებამდე იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით რეფორმები, განსაზღვრული არის 14 მილიარდი ევრო.

მე მესმის „ქართული ოცნების“, მათ არ აქვთ კომპეტენცია ან არც უნდათ, რომ ეს 14 მილიარდი ევრო მოვიდეს საქართველოში და ჩვენ ამ 14 მილიარდ ევროს მოვიტანთ რეალურად. ასევე მზად ვართ, თუ ოცნების რომელიმე წარმომადგენელი კალაძე ან თუნდაც პაპუაშვილი, ან ვინმე ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, დავუჯდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ, თუ როგორ მოვიტანთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ 14 მილიარდს საქართველოში ზუსტად იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ: პირველი-დასაქმებისთვის, მეორე-განათლების სისტემისთვის, მესამე- ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ეს რომ რეალურია ყველამ იცის, მაგალითად, სამტრედია-გრიგოლეთის გზა დღეს შენდება სწორედ ევროპული ფონდებით. ამიტომ ეს გზა გაიარა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთმა და ისინი რომ დღეს განვითარებული ქვეყნები არიან, განაპირობა სწორედ მსგავსმა ევროპულმა დახმარებებმა და ფონდებმა.

ეს არის რეალური, „ოცნება კეტავს“ ამ შესაძლებლობას და ჩვენ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად გავხსნით ამ შესაძლებლობას, რადგან დაჩქარებული წესით დავიწყებთ მოლაპარაკებას და ამ პროცესს მოჰყვება 14 მილიარდიან ფონდზე საქართველოს დაუყონებლივი წვდომა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ოცნების რომელიმე ლიდერი ამას უარყოფს, ჩვენ მზად ვართ, მათთან დავსხდეთ დებატებში და ხალხის წინ ავხსნათ თითოეული ევრო-ცენტის მიხედვით, თუ როგორ მოვიტანთ საქართველოში 14 მილიარდ ევროს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეტი რაღა უნდა დაგამციროთ მოძალადეებმა რომ საბოლოოდ გაბრაზდეთ და ხელი მძლავრად შეუბრუნოთ?” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რამდენიმე დღის წინ...

“რით განსხვავდებიან 20-30-იანი წლების ჩეკისტებისგან?” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...