ხუთშაბათი, მაისი 22, 2025
9.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 სექტემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 14-16 სექტემბრის პერიოდისთვის

13 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 14 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტოს ბოლო – სექტემბრის დასაწყისი ლარის კურსის რყევებით გამოირჩეოდა და სახეზე იყო როგორც დინამიური გამყარების, ასევე გაუფასურების ტენდენცია. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

10 სექტემბერი – 2.6949;
11 სექტემბერი – 2.6959;
12 სექტემბერი – 2.6970;
13 სექტემბერი – 2.6984.

რამდენიმედღიანი გაუფასურების შემდეგ ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უცვლელი დარჩა და 1 აშშ დოლარი 14 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 2.6984 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

10 სექტემბერი – 2.9752;
11 სექტემბერი – 2.9755;
12 სექტემბერი – 2.9786;
13 სექტემბერი – 2.9742.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე საგრძნობლად გაუფასურდა, 0.0197 ლარით და 14 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9939 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი გაუფასურდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 14 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5446 ლარი (გაუფასურდა 0.0216 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0795 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6528 (გამყარდა 0.0006 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5866 ლარი (უცვლელი დარჩა);
1000 სომხური დრამი – 6.9703 ლარი (გაუფასურდა 0.0112 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1825 ლარი (გაუფასურდა 0.0246 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8042 ლარი (გაუფასურდა 0.0150 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2163 ლარი (გაუფასურდა 0.0030 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.2780 ლარი (გაუფასურდა 0.0819 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9211 ლარი (გაუფასურდა 0.0301 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, ცოტათი განსხვავებული სიტუაცია იყო და სექტემბრის დასაწყისში მკვეთრ გაუფასურებას სტაბილური გამყარება მოჰყვა, რაც ბოლო კვირაში გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

10 სექტემბერი – 2.9715;
11 სექტემბერი – 2.9560;
12 სექტემბერი – 2.9597;
13 სექტემბერი – 2.9513.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0195 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 14 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9708 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...