საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს საქართველოს მომავალი პარლამენტის შემადგენლობასთან დაკავშირებით:
“თუ მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” გადალახავს ბარიერს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიგებს ამ საპარლამენტო არჩევნებს.
თუ კიდევ ორი პარტია გადალახავს 5-პროცენტიან ბარიერს, “ქართული ოცნება” უბრალო უმრავლესობით მოიგებს.
ამ არჩევნებში “ქართული ოცნება” ნებისმიერ შემთხვევაში გამარჯვებულია.
ახლა მთავარია, საპარლამენტო სია იმგვარად შეადგინონ, რომ 27 ოქტომბრიდან მოსალოდნელმა პროცესებმა შიდაგაურკვევლობა არ გამოიწვიოს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უკვე უფლებამოსილ პარლამენტში მმართველმა გუნდმა მტკიცე ერთიანობა შეინარჩუნოს, რადგან აგვისტოს ომის და ნაცსექტის ლიდერების სხვა დანაშაულების გამოძიებას პარლამენტის სერიოზული მხარდაჭერა დასჭირდება“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.