კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის...

“ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედებები” – ირაკლი ნადირაძე სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

თბილისი საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმეს, რასაც პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება:

სამწუხაროდ, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ საქმეს არაფერი საერთო არ ჰქონდა სამართალდარღვევასთან. ჩვენ ვნახეთ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები და ამბობენ, რომ იყო სპეცოპერაცია, მაგრამ ამბობდნენ, რომ კამერით არ იღებდნენ, რადგან გაფუჭებული იყოო. მთავარი, რატომაც ეს ყველაფერი კეთდება არის ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ხელი შეგვეშალოს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში, რომ არ ვილაპარაკოთ უმუშევრობაზე, სიღარიბეზე, გაზრდილ ფასებზე.

იმაზე, რომ ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას აკარგვინებს 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც უნდა მოხმარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ძლიერ ქართულ ოჯახს. ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად დაგვატარებენ სასამართლოებში, ზოგს ჯარიმებს გვიწესებენ, ზოგს აპატიმრებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს მარაზმი უნდა დავასრულოთ, ქვეყანა უნდა წავიყვანოთ სწრაფი სვლით ევროპისკენ, ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი პროკურატურა, პოლიცია, ნორმალური ჯანდაცვა, ნორმალური განათლება და ყველა ის სიკეთე, რაც არის ევროპაში.

ივანიშვილმა იცის, რომ ამ არჩევნებს აგებს, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედებები. მურუსიძე-ჩინჩალაძის სანქცირებული სასამართლოდან არანაირი მოლოდინი არ გვქონდა. შემდეგი ირაკლი ეძგვერაძის პროცესია და ალბათ, იქაც მსგავსი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ 26 ოქტომბრამდე მოვითმენთ. მთავარი არის ერთიანობა, მივიდეთ არჩევნებზე და საქართველო სწრაფი სვლით წავიყვანოთ ევროპისკენ, სადაც არ არის ასეთი მარაზმი, სადაც ადამიანებს ექნებათ კეთილდღეობა, მაღალი შემოსავალი, მაღალი პენსიები, ევროპული ჯანდაცვა, განათლება და ყველა ის სიკეთე, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად მიდიან ქვეყნიდან.

მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო 100-მდე ადამიანი, იღებდა არაერთი კამერა, არცერთი მტკიცებულება არ წარმოადგინეს, არცერთი ნეიტრალური მოწმე არ დაკითხეს და დღეს იმ სამი პოლიციელიდან, რომელიც დაკითხეს, ერთს წამოსცდა, რომ იქ მხოლოდ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე კი არ ვუშლიდით ხელს, არამედ თურმე დანარჩენი ადამიანებიც უშლიდნენ ხელს და მაშინ მხოლოდ ჩვენ ორნი რატომ დაგვიჭირეს? მოსამართლე მიხვდა, რომ ეს წამოცდენა ჰქონდა შსს-ს ცრუ მოწმეს და იძულებული გახდა ჩარეულიყო და ეს კითხვა აერიდებინა პოლიციელისათვის”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...