შაბათი, აპრილი 20, 2024

“ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გასაშვებია ხელისუფლებიდან, რადგანაც მას არც სიღარიბე და არც გაჭირვება აწუხებს – გიორგი ვაშაძე

“ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სრული მობილიზებისკენ მოუწოდა, მისი თქმით „ქართული ოცნება“ აუცილებლად გასაშვებია ხელისუფლებიდან, ვინაიდან მათ არ შესწევთ ქართველი ხალხის დახმარების ძალა.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და როგორ გაიმართება მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი.

ბევრი სხვადასხვა ტიპის თემა იყო განხილული. ჩვენს მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა, რომ მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რა მოდელითაც არ უნდა ჩატარდეს იგი.

დღეს „ქართული ოცნება“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად გასაშვებია ხელისუფლებიდან. მათ არც სიღარიბე, არც გაჭირვება არც სხვა რამ არ აღელვებთ.

ძალიან მარტივი საკითხია, მოლაპარაკებებისთვის მაქსიმუმ ერთი კვირაა დარჩენილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილება თეორიულად მაინც მოესწროს.

ზოგადად იყო საუბარი და ჯერ არ არის ის კონდიცია, რომ რეალური მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჩაინიშნოს,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული