კვირა, ივლისი 27, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან, თუ რა მოხდება საქართველოში -...

“ჩვენი პარტნიორები აკვირდებიან, თუ რა მოხდება საქართველოში – არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი” – გიგი წერეთელი

სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების დირექტორის, მაიკლ კარპენტერის განცხადებას.

მისივე თქმით, მოსალოდნელი სანქციები საქართველოს სრულ იზოლაციას გამოიწვევს, რაც სიღარიბეს კიდევ უფრო გაზრდის:

ჩვენი პარტნიორები აშშ-ში და ევროპაშიც აკვირდებიან რა მოხდება საქართველოში და არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება.

დღეს რაც ისმის, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ნებისმიერი დემოკრატიული ჩარჩოსთვის და ფორმატისთვის, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას უნდა ანგარიში გაუსწოროს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს და რუსული კანონის იმპლემენტაციით ეს საქმე უკვე დაწყებულია, ამიტომ არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს ეს განცხადებები საქართველოს მეგობრებისა და მხარდამჭერების მხრიდან, რადგანაც სხვა გზა გარდა დემოკრატიული წინსვლისა და კონსოლიდაციის, საქართველოში არ არსებობს, თუ ჩვენ არ გვინდა, რომ ვიყოთ დისტანცირებული ცივილიზებული მსოფლიოსგან.

რა თქმა უნდა, სანქციებიც იქნება და სამწუხაროდ, ქვეყანა აღმოჩნდება იზოლაციაში, სიღარიბით და განვითარების ტემპების დაგდებით”, – განაცხადა წერეთელმა.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

ინფორმაციისთვის: “ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია…

ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და, რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები,” – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენს გუნდს საარჩევნოდ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს” – კახა კალაძე

„არჩევნებისთის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს. არასდროს ვწყვეტთ კომუნიკაციას ხალხთან...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ხელისუფლება ფუნქციონირებს პერმანენტული სახელმწიფო გადატრიალების რეჟიმში” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე მიანიშნებს: "არ დაგვავიწყდეს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...