კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ქუთაისის სატვირთო ტერმინალი იქნება ყველაზე დიდი...

გიორგი ვაშაძე: “ქუთაისის სატვირთო ტერმინალი იქნება ყველაზე დიდი ლოჯისტიკურიკვანძი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან დააკავშირებს – 14 მილიარდი ევროდან თანხა ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება”

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, სატვირთო ტერმინალისა და აგრო-ლოჯისტიკურიცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 14 მილიარდი ევროდან მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას უნდა მოხმარდეს:

ჩემ უკან არის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი. იცით, რომ ჩვენ შეგვიძლია ევროკავშირიდან 14 მილიარდი ევრო მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდი ევროდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოს ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.

აქ გვაქვს გამოტანილი ქუთაისის სატვირთო ტერმინალის განვითარების პროექტი, რომელიც სამწუხაროდ “ქართულმა ოცნებამ” შეწყვიტა ისევე, როგორც ბევრი რამ გაუჩერებია. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ 14 მილიარდი ევროდან თანხას მოვახმართქუთაისის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის გარდა სატვირთო ტერმინალის განვითარებას, რომელიც შექმნის ათასობით თუ არა ათი ათასობით სამუშაო ადგილს. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლოჯისტიკური კვანძი, სატვირთო ტერმინალი, რომელიც დააკავშირებს ევროპას და აზიას ერთმანეთთან, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რაც მთავარია მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რომელიც განავითარებს რეგიონს და ფაქტობრივად, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება უმუშევრობის პრობლემა იმერეთში და დასავლეთ საქართველოში.

ეს არის განსხვავება ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის, ჩვენ მოგვაქვს 14 მილიარდი, ისინი ბლოკავენ 14 მილიარდს, რომლითაც ჩვენ სიღარიბისკენ და იზოლაციისკენ მივყავართ. ასე რომ არჩევანი მარტივია 26 ოქტომბერს, კეთილდღეობა ევროპაში თუ სიღატაკე იზოლაციაში, რომელსაც გვთავაზობს ქართული ოცნება”, – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გათხოვილ კაცებზე “ღადაობით” უნდა გაგვაუქმებინონ ოჯახური ღირებულებების კანონი?” – მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი მიცემულ კონკრეტულ რეკომენდაციებსა და ვიზალიბერალიზაციასთან...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

“ემიგრაციაში მყოფი კაცები გასუსულები რატომ ხართ?” – გოჩა მირცხულავა

ირონიული მინიშნებების ტალღას "მამაკაცის გათხოვებასთან" დაკავშირებით ასევე ირონიული და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...