კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში,...

“მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის” – პაატა მანჯგალაძე

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას რაც გამოსდით”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ “ოცნების” პირველი ოცეულის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნებისთვის” ხმის მიცემა დაყოფას, სიღატაკესა და დაცლილ საქართველოს ნიშნავს:

საქართველო უკვე მიეჩვია მოწყურებულ გამარჯვებას. ვულოცავ საქართველოს, დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს.

დარწმუნებული ვარ, ხალხი ასევე იზეიმებს გამარჯვებას 26 ოქტომბერს იმ ბოროტ რეჟიმზე, რომელიც 12 წელი ძარცვავს ხალხს და ევროპისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას ართმევს ქვეყანას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიას, ივანიშვილის ამ სიაში ყოფნა ნიშნავს, რომ მათ ძალიან ეშინიათ დამარცხების. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის „ქართული ოცნების“ სიაში, ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა ნიშნავს უარის თქმას ევროპისთვის, კეთილდღეობისთვის და 14 მილიარდიანი დახმარებისთვის საქართველოსთვის.

შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გათავისუფლდეს ამ რეჟიმისგან და „ქართული ოცნების“ სიაში მყოფი ჩვენი ოლიმპიელებიც დაუბრუნდნენ იმ საქმის კეთებას რაც გამოსდით და კარგად იციან. ოპოზიციისთვის ხმის მიცემა ნიშნავს კი ევროპას, კი 14 მილიარდიან დახმარებას საქართველოსთვის, კი კეთილდღეობას, კი ერთიანობას.

„ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემა კი ნიშნავს დაყოფას, სიღატაკეს, მეტ ემიგრაციას და დაცლილ საქართველოს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

“ივანიშვილი სააკაშვილს ვერ პატიობს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა არ გადასცა რუსეთს, ვერ პატიობს იმას,...

“ივანიშვილმა სასამართლო გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილად. მიხეილ სააკაშვილი არის...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ძალაუფლების გარეშე უბრალოდ ნულია და არც არავის ეხსომება (“ეყვარება”) ხვალ-ზეგ!!” – თეა წულუკიანი

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე, მძიმე შეფასებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...