კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე - ის, რომ სიის პირველი ნომერი...

სერგო ჩიხლაძე – ის, რომ სიის პირველი ნომერი არის ივანიშვილი, მეტყველებს, რომ ძალიან უჭირს “ქართულ ოცნებას”

აგებს ოცნება ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მისი სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ყველაზე კარგ შემთხვევაში, “ოცნება” პარლამენტში მაქსიმუმ 40 დეპუტატამდე შეიყვანს:

ის, რომ სიის პირველი ნომერი არის ბიძინა ივანიშვილი, მეტყველებს, რომ ძალიან უჭირს “ქართულ ოცნებას”, ძალიან უჭირს ბიძინა ივანიშვილს.

პირველი – მას სურს გარკვეული იმუნიტეტის მოპოვება შემდგომი დეპუტატობით, მეორე- თვითონვე აქვს ნათქვამი, მეორედ მობრუნება არ უნდა დამჭირდეს, ესე იგი არასწორად გამიკეთებია რაღაცო.

მეორედ, მესამეჯერ რომ მობრუნდები საპატიო თავმჯდომარედ, ესე იგი არასწორია შენი პოლიტიკა. აგებს ოცნება ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მისი სიაში პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს, ამაზე მეტყველებს მისი პირველ ნომრად ყოფნა და “ქართული ოცნება” უკეთესს შემთხვევაში ალბათ გაიყვანს 40-მდე დეპუტატს.

“ქართული ოცნება” იქნება ოპოზიციაში, ხოლო ივანიშვილი შეასრულებს მამუკა მდინარაძის როლს პარლამენტში და იქნება უმცირესობის ლიდერი, ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციების შინაარსი ქართველი საზოგადოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "⛪ ბოლო...

“მდუმარე ადამიანიც ხვდება დღეს, რომ რეჟიმი სწრაფად უნდა შეიცვალოს” – სერგო ჩიხლაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და...

“ირაკლი ცოტა კარგად აგვიხსენი თორემ გასკდა თავი ფიქრით” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი გუნდის ცალკეულ პოლიტიკურ შეფასებებს ეხმაურება ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...