კვირა, ივლისი 27, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის...

გიორგი ვაშაძე – არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს არის “ოცნება”, რომელიც ბლოკავს 14 მლრდ ევროს, მეორე მხარეს – ჩვენ, რომელთაც შეგვიძლია 14 მლრდ ევრო მოვუტანოთ ქვეყანას

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს ოცნება. ხალხო, ეს ხო კოლოსალური თანხაა, 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის 14 მილიარდიან დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ქვეყანას 14 მლრდ ევროს მოუტანს და არ დარჩება სეგმენტი, რომელიც სარგებელს ვერ მიიღებს.

14 მილიარდი ევრო, 14 მილიარდ ევროს ბლოკავს დღეს ოცნება. ხალხნო, ეს ხომ კოლოსალური თანხაა?! 14 მილიარდი ევრო, წარმოიდგინეთ, უბრალოდ რა შეუძლია ამ თანხას გააკეთოს საქართველოში. ეს 14 მილიარდი ჩვენ შეგვიძლია მოვიტანოთ, ისინი კი ბლოკავენ. 26 ოქტომბერს, მათ შორის, თქვენც მიდიხართ არჩევნებზე და ირჩევთ, გვინდა 14 მილიარდი საქართველოთვის თუ არ გვინდა 14 მილიარდი ევრო და მხოლოდ ისინი იყვნენ მდიდრები და ხალხი იყოს უკიდურეს გაჭირვებაში.

რისთვის არის ეს 14 მილიარდი? ეს არის წარმოებისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ადგილი, სადაც არ გაიხსნება საწარმო, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არ შეიქმნება, ეს არის ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებისთვის, რომ ახალგაზრდებს ჰქოდეთ წვდომა ფინანსებთან, საკუთარი იდეები დააფინანსონ.

ეს არის ულიმიტო, ხაზს ვუსვამ ულიმიტო წვდომა ევროკავშირის ქვეყნებში ერასმუს პროგრამის და სხვა ტიპის პროგრამის გაცვლით სწავლებაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ უმაღლესი დონის და რანგის განათლება მიიღონ. ეს არის განათლების ფონდები, რომელიც საქართველოში შეგვიძლია მოვიტანოთ. ამ 14 მილიარდში არის მილიარდზე მეტი სოფლის მეურნეობის სუფსიდია, რომელიც შეგვიძლია საქართველოში მოვიტანოთ, რომ ქართულ სოფელს არ უჭირდეს და სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს კარგი ევროპული ტიპის შემოსავალი.

ეს 14 მილიარდი ასევე არის ჯანდაცვისთვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და სიცოცხლე გაცილებით ხანგრძლივი“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კონკრეტულ ინიციატივას პოზიტიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...