ფრანგული გამოცემა “ლე ფიგაროსთვის” მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაფიქსირებულ პოზიცია – “მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას“, ირონიანარევი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
“გაუტკბა ამ არარაობას პრეზიდენტის რეზიდენცია და ფუფუნება, თან რამხელა გონორით ესაუბრება საზოგადოებას. მართლა იმ პარტიებს რა ვუთხარი, ამის წინაშე რომ თავი დაიხურდავეს, მაგრამ რა ექნათ უკვე დიდი ხნის დახურდავებულებს🙂🙁“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.