შაბათი, ნოემბერი 15, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ბევრმა გაიგო უკვე და ამიტომაც სანამ სხვებისგან გაიგებთ,...

“ბევრმა გაიგო უკვე და ამიტომაც სანამ სხვებისგან გაიგებთ, მირჩევნია, რომ მე ვთქვა” – თამუნა მუსერიძე

სოციალურ ქსელსა და მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია სხვადასხვა პროექტის ავტორის, ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის შესახებ, რომელმაც 8 წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა იპოვა. მამასთან შეხვედრის ამსახველი ვიდეო თავად თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

თამუნამ 31 წლის ასაკში გაიგო, რომ ნაშვილები იყო. მშობლების ძებნისას კი აღმოაჩინა მე-20 საუკუნეში არსებობდა ე.წ. “შავი ბაზარი”, სადაც სამშობიაროდან მოპარულ ჩვილებს ყიდდნენ, მშობლებს კი ეუბნებოდნენ, რომ ბავშვი გარდაიცვალა.

თამუნა მუსერიძეც ამ დანაშაულებრივი სქემის მსხვერპლი აღმოჩნა. საკითხით დაინტერესება იმდენად ძლიერი აღმჩნდა, რომ 2017 წელს მან შექმნა ფეისბუქ ჯგუფი ,,ვეძებ’’, რომლის მეშვეობითაც არაერთ ადამიანს დაეხმარა შვილისა თუ მშობლების პოვნაში.

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ კი მან საკუთარი ბიოლოგიური მშობელი იპოვა, რის თაობაზეც, მამასთან შეხვედრამდე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ უკვე უშუალოდ მამასთან შეხვედრის ვიდეოც გაავრცელა:

,,ბევრმა გაიგო უკვე და ამიტომაც სანამ სხვებისგან გაიგებთ, მირჩევნია, რომ მე ვთქვა. მოკლედ, 8 წლიანი ძიება დასრულებულია, მე ბიოლოგიური მშობელი ვიპოვე.

ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვამბობ სხვა დეტალებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ როდესაც მას პირადად ვნახავ მერე მომეცემა იმის საშუალება, რომ სხვა დანარჩენ ინფორმაციებზეც მოგაწოდოთ სიახლე.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ 8 წლის განმავლობაში იყო ჩემთან ერთად, განსაკუთრებით ჩემს ქმარს და ყველას, თითოეულ თქვენგან ვინც მე მგულშემატკივრობდით და ვინც მე გვერდით მედექით. მადლობა’’, – აღნიშნავს თამუნა მუსერიძე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გამოდით უნდა დაგთვალოთ, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს პროკურატურის...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“თქვენ, გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო, ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???” – ლიკა გამრეკელი

ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ლიკა გამრეკელი,...