კვირა, ოქტომბერი 26, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია"

კახა კალაძე: “არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია”

დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. არანაირი შანსი არ აქვს ოპოზიციას – გინდ გაერთიანებული დავარქვათ, გინდ გასაერთიანებლები და გინდ ყველა ცალ-ცალკე ავიღოთ. ნულია მათი ფასი და მათი შესაძლებლობები არჩევნებში გამარჯვების. რეალურად, რამდენიმე პარტიას ექნება სურვილი, იბრძოლოს იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდეს და გადალახოს საარჩევნო ბარიერი. ეს არის მოცემულობა და ეს ყველაფერი მათაც ძალიან კარგად იციან.

მეორე თემა: დღეს ქვეყანაში არანაირი ზღვარი არ არსებობს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ეს რადიკალიზმი, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახითაა წარმოდგენილი, ერთი ერთში იმავეს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ერთნი არიან, შეიძლება სხვადასხვა სახელები ერქვას, მაგრამ ერთი მამა ჰყავს ყველას, ერთი პატრონი ჰყავს, რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. იგივე თანხების შემოტანა ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, კონკრეტული უცხო ქვეყნები და მთავრობები არასამთავრობო ორგანიზაციების სახით აფინანსებენ რადიკალიზმს, ექსტრემიზმს ქვეყანაში, რევოლუციურ სცენარს. ვიცით ეს ყველაფერი, გვაქვს ამაზე ინფორმაცია, კონკრეტული ფაქტები გვაქვს და კანონის ფარგლებში ყველაფერს მოჰყვება რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნები პირდაპირ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.

თუ ადრე გვიმალავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდნენ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების ტრენინგებისთვის, დღეს უკვე ესეც აღარ სჭირდებათ, ყველანაირი ნიღაბი ჩამოხსნილი აქვთ. „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მოახერხა, რომ ყველას ვაჩვენეთ რეალურად რას წარმოადგენს ოპოზიცია, რას წარმოადგენენ ეს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი ე.წ. მეგობრები დასავლეთიდან, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ რევოლუციურ სცენარს, ექსტრემიზმს, ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიას არასამთავრობოების გავლით და ჩართულობით. ეს არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში” – ირაკლი ნადირაძის ლექსი

“ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება - ეს ერთობაადა ბევრი...

“გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროპის” – პაველ ჰერჩინსკი

ქუთაისში ევროპის დღის გახსნაზე, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, საქართველო-ევროკავშირის...

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...