ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი...

“რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით” – გიგი წერეთელი

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” მორიგ შეხვედრებს დასავლეთ საქართველოში მართავს. მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა:

ამ ხელისუფლების 12 წლიანი მმართველობის პერიოდში, ძალიან ცოტაა იმ ადამინების რიცხვი, ვინც კარგად ცხოვრობს და არაფერი არ აკლია. ძალიან დიდია რიცხვი იმ ადამიანებისა, მათ შორის, აჭარაშიც, ქობულეთშიც, ბათუმშიც, ვისაც ყოველდღიურად იმისათვის, რომ თავისი ოჯახი არჩინოს, შვილები როგორმე სკოლაში გაუშვას, თავის მოხუცს მოუაროს, წამალი არ დააკლდეს, ოდნავ რაღაც მეტი შეძლოს, ამისათვის უამრავ და უდიდეს შრომას წევენ.

ალბათ ბევრი თქვენთაგანი ან თქვენი ოჯახის წევრებიც საზღვარს კვეთთ და გადადიხართ თურქეთში, რათა თქვენს ოჯახს რაღაც მცირედი შეჰმატოთ. ეს ხდება იმიტომ, რომ თურქეთში ფასები გაცილებით დაბალია. ჩვენ ხშირად გვიწევს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა და ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი სადაც მნიშვნელოვანია ეკონომიკა, ფასები ძალიან დაბალია. ჩვენს ქვეყანაში კი ყველაფერზე მონოპოლიები აქვთ აღებული და სწორედ ეს უნდა დავამთავროთ.

ადამიანის შრომა უნდა დაფასდეს ქვეყანაში და სწორედ ეს არის ის ევროპული ღირებულება რისთვისაც ჩვენ მივილტვით ყველა ერთად. ერთიანობა იქნება ყველაფრის საფუძველი. იმიტომ ვარ მეც დღეს აქ, იმიტომ არის “ევროპული საქართველოც” კოალიციის წევრი, რომ ჩვენ სწორედ ამგვარი ერთობით, იდეების გაერთიანებით, ძალების გაერთიანებით, ადამიანების გაერთიანებით შეგვიძლია დიდი მიზნის განხორციელება და ეს დიდი მიზანი არის სწორედ საქართველო, რომელიც იქნება გაერთიანებული და ევროპული ქვეყანა.

მე არ მგონია, რომ თქვენთან მჭირდებოდეს ახსნა იმისა თუ რითაა უკეთესი ევროპა. შემოსავლებით, ადამიანის უფლებებით, გარემოთი. ევროპაში 10 წლით მეტს ცხოვრობენ ვიდრე საშუალოდ სამწუხაროდ საქართველოში. იმიტომ, რომ გარემოა დაცული, იმიტომ რომ ადამიანს პატივს სცემენ, მის უფლებებს,ახალგაზრდებს კარგი პერსპექტივა აქვთ, მოხუცებს და ხანში შესულებს სიბერე აქვთ უკეთესი. ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ და არ გვინდა ის რასაც ხელისუფლება გვპირდება, დაპირისპირებას, პარტიების გაუქმებას, სამოქალო სექტორის გაუქმებას, ისევ ბრძოლაში შესვლას. ამის საპირისპიროა სწორედ ის რასაც ერთიანობა გვთავაზობს, ეს არის ქვეყანა, მომავალი საქართველოსი ევროპული კეთილდღეობით და არა იზოლირებით, სიღარიბით და გაჭირვებით. წინ წავიყვანოთ ქვეყანა, ნამდვილი ევროპული საქართველოსკენ”, – აცხადებს გიგი წერეთელი.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცებო – აი ეს გჭირდებათ თქვენ!” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს,...

“ჯერ პატიმრებს დაასვეს დამღა – ციხეში ვინც იჯდა გაუპატიურებულიაო, ახლა ევროპაში მყოფ კაცებს აყენებენ...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის არასასიამოვნო მინიშნებები: "ჯერ პატიმრებს...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...