კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტია,...

“ქართული ოცნება” ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტია, არჩევნებზე სხვადასხვა გაერთიანებისგან დამოუკიდებლად წარდგება – კახა კალაძე

„ქართული ოცნება“ არის სიმშვიდის, ეკონომიკური გაძლიერების გარანტი, მას ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, – ამის შესახებ თბილისის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ აპირებს:

ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტიაა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდისა და ეკონომიკური გაძლიერების გარანტიაა. აღნიშნული მხარდაჭერა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანებებით საზოგადოების დაბნევას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ხალხი 26 ოქტომბერს მათ შესაბამის პასუხს გასცემს:

არჩევნებზე წარვდგებით როგორც სხვადასხვა გაერთიანებისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი. ოპოზიციაში მაქსიმალურად ცდილობენ დააბნიონ საზოგადოება, თუმცა ხალხი ყველაფერს ხედავს – ვინ არიან, როგორია მათი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება, რა აქვთ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული. ხალხს კარგი მახსოვრობა აქვს. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ხალხი რადიკალიზმს და იმ ბოროტებას, რომელიც დღევანდელი ოპოზიციის სახითაა წარმოდგენილი, შესაბამის პასუხს გასცემს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს დედა აფეთქებული მოსამართლეები სასჯელის დღეებს რა პრინციპით არიგებენ?!🤣🤢” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეხმაურება ადმინისტრავიულ სამართალდარღვევებთან...

“ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი...

“მე ვერაფრით ვიგებ რუსთაველის გადაკეტვის პანაცეას, როდესაც ამდენი ადამიანი ციხის პატიმრობისთვის ხდება განწირული” –...

საპროტესტო აქციების დროს რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მთავარ მიზანთან დაკავშირებით...

“რეჟიმი, რომელმაც თვითონ აღიარა რომ წლებია კორუფციაში იხრჩობა, სინამდვილეში არის კოლაფსში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...