spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.08-02.09 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 31.08-02.09 პერიოდისთვის

30 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

აგვისტო ისევ ეროვნული ვალუტის რყევებით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო კვირაში ცალკეულ უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში სახეზე იყო გამყარების ნიშნები. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

27 აგვისტო – 2.6998;
28 აგვისტო – 2.6990;
30 აგვისტო – 2.6920.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე, მცირედით, თუმცა ისევ გამყარდა, 0.0009 ლარით და 1 აშშ დოლარი 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.6911 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

27 აგვისტო – 3.0159;
28 აგვისტო – 3.0134;
30 აგვისტო – 2.9865.

ანალოგიურად, ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე მნიშვნელოვნად გამყარდა, 0.0056 ლარით და 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9809 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5447 ლარი (გამყარდა 0.0069 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0790 ლარი (უცვლელად დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6554 (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5823 ლარი (გამყარდა 0.0021 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9424 ლარი (გაუფასურდა 0.0310 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1697 ლარი (გამყარდა 0.0214 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7953 ლარი (გაუფასურდა 0.0009 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2086 ლარი (გამყარდა 0.0012 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.4117 ლარი (გაუფასურდა 0.0713 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8531 ლარი (გამყარდა 0.0091 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, აგვისტოში პროცესი დინამიური გამყარებისა და  სტაბილიზაციის ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, ბოლო კვირის 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

27 აგვისტო – 2.9390;
28 აგვისტო – 2.9645;
30 აგვისტო – 2.9509.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე უმნიშვნელოდ გაუფასურდა, 0.0046 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 31 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9555 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებით 25-27 აპრილის პერიოდისთვის

24 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“აი თქვენ კი გაგაპეტუხათ ეშმაკმა მართლა რა! გაგონილა საკუთარი მომხრეების ნერვებზე ასე თამაში?” –...

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ერთგვარ ანალიზს აკეთებს და პროპაგანდის...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...