სამშაბათი, აპრილი 16, 2024

მარია შარაპოვა ჩოგბურთს დაემშვიდობა

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ სპორტული კარიერის დასრულების თაობაზე ისაუბრა. ამის შესახებ გამოცემა “Vanity Fair”-ის მიერ, „ჩოგბურთო, გემშვიდობები“ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:

როგორ მოიტოვებთ უკან ერთადერთ ცხოვრებას, რომელთანაც აქამდე ნაზიარები ყოფილხართ? როგორ მიდიხარ კორტებიდან, რომლებზეც ჯერ კიდევ მაშინ ვარჯიშობდი, როცა პატარა გოგონა იყავი? თამაში რომელიც გიყვარს, რომელმაც უთქმელი ცრემლები და ენითაღუწერელი სიხარული მოგიტანა? სპორტი, რომელშიც ოჯახი იპოვნე ,გულშემატკივრები რომლებიც გვერდში 28 წლის განმავლობაში გედგნენ…“ – ვკითხულობთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ,რომ 32 წლის რუს სპორტსმენს მოგებული აქვს 5 დიდი სლემის ტურნირი: ორი საფრანგეთის ღია პირველობა, 1 ავსტრალიის ღია პირველობა, 1 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული