პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი, ანა წითლიძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის, ასევე სოციალური ქსელით გავრცელებულ, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ მძიმე, დამაკნინებელ გამონათქვამებს პასუხობს:
,,სამჯერ ვუხსენებივარ წულუკიანს პოსტში და რისი ნიშანი უნდა იყოს თქვენი აზრით?))
წულუკიანი თეა – რამ შეგაწუხათ ქალბატონო მონავ? ეს პოსტი უშველის სიღარიბეს და ემიგრაციში გაქცეულ ქართველებს, შვილებს და ოჯახებს რომ ვერ არჩენენ?
ეს პოსტი უშველის თქვენს რუსულ რეჟიმს? თქვენ რომ 12 წელია მინისტრი ხართ და ცხოვრება მოიწყვეთ – ამ პოსტის პასუხობთ სიღარიბეს, მშიერ ბავშვებს და პენსიონერებს?”, – წერს ანა წითლიძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე