“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მძიმე, მწვავე შეფასებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვას:
“ვირთხამ, მთელი რაჭის ხე-ტყე, წაბლის კორომთა ჩათვლით გაკაფა, რაჭა-ლეჩხუმის წალკოტი სავანე რუსებს მიჰყიდა, შოვში იმ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ჩასვლაც არ ინება, დაღუპულთა პანაშვიდზე არ მივიდა და ახლა ამოძვრა მიწიდან პირდაპირ კოლბა-ტრიბუნაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.