ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს - "გამოხვედი და საუბრობ...

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს – “გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია?!”

“კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია?” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაერთიანების შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით – როცა ხელფასით ადამიანი იმას ვერ შვრება, რომ საჭმელი იყიდოს თუ წამალი, აი ამის, ამ არჩევანის გაკეთება, რომ გიწევს, რა დასაქმებაზეა საუბარი?!

ირაკლი კობახიძე, მინდა პირადად მოგმართო შენ.

26 ოქტომბრის არჩევნები არის იმაზე, თუ რას ირჩევს საქართველო, კეთილდღეობას ევროკავშირში თუ გაღატაკებას იზოლაციაში.
თქვენი გზა არის გაღატაკების გზა იზოლაციაში, ჩვენი გზა არის კეთილდღეობის გზა ევროკავშირში.

კობახიძე, გამოხვედი და საუბრობ დასაქმებაზე, ნუთუ არ გრცხვენია? ადამიანებს, რომელსაც აი სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები მაქვს ხელში, 100 ლარამდე აქვს ხელფასი, ზოგს 200; 300; 400 ლარამდე ხელფასი და დაახლოებით ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანი შეგვიძლია უმუშევრად ჩავთვალოთ.

როცა ხელფასით ადამიანი იმას ვერ შვრები, რომ საჭმელი იყიდოს თუ წამალი, აი ამის, ამ არჩევანის გაკეთება, რომ გიწევს, რა დასაქმებაზეა საუბარი? 300 ლარიანი ხელფასი დასაქმებაა? გეკითხები. 400 ლარიანი ხელფასი, 500 ლარიანი ხელფასი დასაქმებაა?

შეხედე, გადი უბრალოდ ქუჩაში, მოწყევტილი, რომ ხართ რეალობას, ნახეთ უბრალოდ ფასები რა დონეზეა გაზრდილი. თქვენ ადამიანებს ეუბნებით, 300 ლარად რომ მუშაობს ადამიანი ეს დასაქამებაა.

1500 ლარზე ნაკლები სამუშაო ადგილი ითვლება, რომ ეს ადამიანი არის უმუშევარი. მინიმუმ ვამბობ, 1500 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს ხელფასი, რომ ელემენტალურად გაუძღვეს ცხოვრებას და სწორედ ეს არის არჩევანი 26 ოქტომბერს.

ჩემო კარგებო! მოქალაქეებს მივმართავ, ვირჩევთ აი ამ ხალხს, რომელიც რეალობას არის მოწყვეტილი და რომელსაც იზოლაციაში და სიღატაკისკენ მიჰყავს საქართველო, თუ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, აი ეს არის ძალიან მკაფიო არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ 26 ოქტომბერს, რომ რეალობს მოწყვეტილი ადამიანები ერთიანობით გავუშვათ სახლში”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ცუდს არაფერს გთავაზობთ, ნუ გეშინიათ, ყველანაირად გვერდით გიდგავართ” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი...

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

“უზრდელობებს ვერ ვიტყვი, ჯარიმაა მაგაზე და თქვენ თვითონ მიხვდებით რა სიტყვა უხდებათ ახლა ამათ...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...