spot_img
მთავარისხვადასხვა"პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოღალატეობრივი ქმედებებით აზიანებდა და დღესაც...

“პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მოღალატეობრივი ქმედებებით აზიანებდა და დღესაც აზიანებს ქვეყანას, აქვს არსებობის უფლება?” – კახა კალაძე

კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ პასუხი უნდა აგოს თავის მოღალატეობრივ ქმედებებზე. აქ ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას არ გეგმავს და ამ საკითხზე საუბარი არის სპეკულაციების ნაწილი.

ჩვეულებრივი სპეკულაციებია, რომ თითქოს, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გაუქმებას გეგმავს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. როგორ ფიქრობთ, აქვს არსებობის უფლება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, სახელმწიფოებრიობას და ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა დააზიანონ, ქვეყნის მომავალს საფრთხე შეუქმნან.

გვაქვს კონკრეტული მაგალითი – 2008 წლის ომში მათი მოღალატეობრივი ქმედებები. მათი გაუაზრებელი პოლიტიკით რა მივიღეთ? დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული გმირი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი ლტოლვილი ოჯახი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებად გვევლინება. მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთ მოღალატეობრივ ქმედებებზე. ისინი ახლაც კი პირდაპირ მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, დარბიან ბრიუსელში, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. წლების წინ ვიზალიბერალიზაციის პროცესს უშლიდნენ ხელს, ცდილობდნენ ასოცირების ხელშეკრულებაზე არ მომხდარიყო ხელისმოწერა და ა.შ. რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს იმის უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ოპოზიციის გაუქმებაზე საუბარი აბსურდია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაშვებული შეცდომები არათუ აღიარა, მსგავსი ქმედებები გააგრძელა.

რა თქმა უნდა, ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეცდომა ეღიარებინათ, მაგრამ ამ ბოროტ ქმედებებს აგრძელებენ, სახელმწიფოს ებრძვიან. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით პირდაპირ კეთდებოდა განცხადებები, ასევე მოწოდებები იყო ქვეყნის გარედან, რომ სანქციებს მივერთებოდით. ამით ისევ ჩვენ ქვეყანა დაზიანდებოდა.

შესაბამისად, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ საკუთარი ხედვა და მოსაზრება არ გააჩნიათ. ყველაფერზე წამსვლელები არიან, რასაც უბრძანებენ. ეს არის უბოროტესი ძალა, რომელიც ყველაფრის მკადრებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...