ორშაბათი, ივლისი 21, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც აკვარიუმით გადაადგილდება" -...

“ივანიშვილი შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც აკვარიუმით გადაადგილდება” – თინა ბოკუჩავა

ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დრო ამოიწურა, ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინება, ჩვენ გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება: გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – აღნიშნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ აშშ-ში დემოკრატთა ყრილობაზე კამალა ჰარისის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა შეაფასა და ქართველი ხალხისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ როგორც დემოკრატიული, ასევე რესპუბლიკური პარტიის ლიდერშიპი ხაზ უსვამს საქართველოს მისწრაფებას ევროატლანტიკური არჩევანისკენ:

26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში ან სიღატაკეს იზოლაციაში. და მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და ზუსტად ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნები. ვირჩევთ ევროპულ განათლებას, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ პენსიებს, ევროპულ ინვესტიციებს ქვეყანაში – ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ივანიშვილის კლანური მმართველობა, სადაც ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს.

ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გარდაუვალია საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ მდგომარეობას.

აშშ-ში ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც მოხდა დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატებად წარდგენა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ აქართველოს საერთაშორისო პოზიციები. ჩვენ შევხვდით სენატორებს კონგრესმენებს, გუბერნატორებს და ყველამ რესპუბლიკური თუ დემოკრატიული პარტიების ლიდერშიპი ამბობს, რომ საქართველოში კარი ღიაა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური არჩევანი ერთი ხელის გაწვდენაზეა და სწორედ ჩვენზეა ამ პერსპექტივის რეალიზება 26 ოქტომბერს.

ივანიშვილი შეშინებული, ვერშემდგარი დიქტატორია, რომელიც აკვარიუმით გადაადგილდება. რომელსაც ეშინია პუტინის, ეშინია დასავლეთის, მაგრამ ყველაზე მეტად ტრაგიკული ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ხალხის ეშინია. თავად დამფრთხალი ივანიშვილი ახლა ცდილობს, საზოგადოება დახლიჩოს, დათესოს დაპირისპირება, შიში და სწორედ ამ ყალბ შიშზე პარაზიტირებით, შემდეგ არჩევნებით შეინარჩუნოს ძალაუფლება. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილისა და ქართული ოცნების დრო ამოიწურა. ამოიწურა ქართველი ხალხის მოთმინებას და ნდობა ივანიშვილისა და ქართული ოცნების მიმართ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში და უარს ეტყვის სიდუხჭირეს, გაჭირვებას, უპერსპექტივობასა და სიღარიბეს იზოლაციაში. როგორც არასდროს, მჯერა გამარჯვების, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი და საქართველო ყოველთვის იმარჯვებს, როცა ერთიანდება. სწორედ ასე, ჩვენი ერთიანობით გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს: გავიმარჯვებთ სახელოვნად!“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თქვენი დამსახურებით საქართველო უკვე იმ ზღვარზეა, რომ ევროპამ შეიძლება გაგვიუქმოს უვიზო რეჟიმი” – პაატა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მძიმე ფაქტებზე საუბრობს...

“მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, მონაწილეობა მიიღონ ამ კონფერენციაში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება 2025 წლის 25...

“სიგიჟის ზღვარზე ხართ, არცერთი არ ეკუთვნით თქვენს თავს, ცოტა წინ ან უკან გაიხედეთ, ძალიან...

"ქართული ოცნების" ლიდერების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...