პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს:
,,ერთ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი: გამოკითხვების შედეგების მიხედვით, რას ველოდებით, ვინ დაიკავებს არჩევნებზე პირველ ადგილს, თუნდაც დღევანდელი მონაცემებით? რადგანაც ვფიქრობ, რომ გამარჯვებული ჰქვია პირველ ადგილზე გასულ პარტიას!!!
კიდევ ერთი, რამ მაინტერესებს, როგორია განლაგება ოპოზიციური გაერთიანებების, რა არის მთავარი კრიტერიუმი თითოეული მათგანისთვის! რადგანაც ძნელია გაარჩიოს განმასხვავებელი!
არ არის განმსაზღვრელი პრინციპები, რადგანაც ყველა გაერთიანებაში არიან ნაბოლშევიკარებიც და ნაპუტჩისტარიც, ნანაცარები და ნაქოცრები. ძირითადი საერთო მახასიათებელი არის გავლენა საზოგადოებაზე, ანუ ის ვინც უფრო დიდხანს იყო ხელისუფლებაში, მიუხედავად პოლიტიკური ცვლილებებისა, ან ვისაც მეტი გავლენა აქვს ბიზნესში!!?
იქნებ და დავფიქრდეთ და იყოს ამ ფონზე შესაძლებელი ისეთი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, რომელიც არჩევნებში პირველ ადგილზე გავა!! არ მგონია საიმედო იყოს, ის, რომ ოპოზიციის ჯამი მოიპოვებს ერთიანობას…
თუ გახსოვთ, რა მოხდა ადგილობრივ არჩევნებზე იმ რეგიონებში, სადაც ,,ნაციონალებმა” გახარიას გუნდთან შექმნა უმრავლესობა, იქ მცირერიცხოვანმა გახარისტებმა მოიპოვეს თანამდებობის და კიდევ დებატებზე, როდესაც ამ ალიანს ახსენებენ, გახარისტები პასუხობენ, რომ არ ჰქონიათ არავითარი ალიანსი, არამედ გამოიყენეს ისინი პოლიტიკური მიზნებისათვის!!!
იქნებ და მაინც ვიფიქროთ მყარ საარჩევნო გაერთიანებაზე, რომელიც უეჭველი აიღებს ამ არჩევნებზე პირველ ადგილს!!”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე