შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კამალა რომ სულ იცინის, ეს მისი, როგორც კანდიდატის...

“კამალა რომ სულ იცინის, ეს მისი, როგორც კანდიდატის ძალაა და არა სისუსტე. ამის გამო მისგან პოზიტიური „ვაიბი“ მოდის” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია, თავისი კონკრეტული შეფასებებით, აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის ერთგვარ დახასიათებას ახდენს:

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი იამაიკელი გოგო შემხვედრია ცხოვრებაში, მაგრამ ვინც შემხვედრია, ყველას ერთი თვისება ჰქონდა: სულ იცინოდნენ. ამის გამო ზოგადად იამაიკელი გოგოების მიმართ დადებითი განწყობა შემექმნა.

როგორც ჩანს, კამალა უფრო იამაიკელი მამისკენ წავიდა და არა ინდოელი დედისკენ (კამალას ასაკის ინდოელი ქალები უფრო სერიოზულობას და სიდარბაისლეს ასხივებენ).

რისთვის ვამბობ ამას? კამალა რომ სულ იცინის, ეს მისი, როგორც კანდიდატის ძალაა და არა სისუსტე. ამის გამო მისგან პოზიტიური „ვაიბი“ მოდის. მით უმეტეს, ამერიკელებს სიცილი უყვართ. თუ რესპუბლიკელები იმ ნიშნით „მიაწვებიან“, ეს ქალი სულ იცინისო, მათი მხრიდან დიდი სისულელე იქნება. პირიქით, მათმა კანდიდატმაც რომ ხანდახან გაიცინოს, არ აწყენდა.

პრობლემა ისაა, რომ სიცილ-ხითხითის და „ჯიგარი ქალის“ წარმატებული იმიჯის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ იმალება (ან თუ იმალება, ისეთია, რომ ჯობია დამალო). კამალას შეგნებული ტაქტიკაა, რომ კონკრეტული არაფერი თქვას, რადგან შეიძლება სისულელე წამოცდეს და მერე ოპონენტები ამას ხელზე დაიხვევენ. არავითარი ინტერვიუები და პრეს-კონფერენციები – მხოლოდ ძალიან ზოგადი გამოსვლები! ჯერ ერთი თქვა ცოტა კონკრეტული – საკვების ფასებს გავაკონტროლებო – და ნეტავ არ ეთქვა.

კამალას როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პირველი ეტაპი ძალიან წარმატებული იყო: მან დემოკრატებს ტრამპის დამარცხების რეალისტური პერსპექტივა დაუბრუნა. ამის გამო ისინი ეიფორიაში გადავიდნენ ღრმა დეპრესიის შემდეგ. მაგრამ ჯერჯერობით ეს მისი პოზიტიური ვაიბის ხარჯზე მოხდა. როდემდე გაძლებს ისე, რომ კონკრეტული არაფერი თქვას? ტრამპთან პირისპირ დებატებს დიდი მნიშვნელობა ექნება, თუმცა არც ტრამპი მეჩვენება კარგ ფორმაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც არ უნდა დაერქვას ამ აგენტის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტს – ის არის დანაშაულის...

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში...

“ჩემ დროს საქართველო გადაიქცა მნიშვნელოვან საერთაშორისო მოთამაშედ” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს...

“დროზე, თქვე ტურებო, სანამ გადაგსქრინეთ ყველანი!” – ვახო სანაია

ვახო სანაიას მინი "პოლიტიკური ფეისბუქ-გაკვეთილი" ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მხარდამჭერებისთვის,...

“კობახიძის ვერსიით გამოდის რომ აქციის მონაწილეების 64% დააკავეს” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი კობახიძის "რაოდენობრივი შეფასება" საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ნინო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...