ორშაბათი, ივლისი 21, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ...

“ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც გააჩერა მთელი ქვეყანა” – ირაკლი ფავლენიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვანი პროექტი გააჩერა, ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული. გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 5 მილიონი ტურისტი“, – ამის შესახებ განაცხადა ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილმა  ბათუმში გამართულ ბრიფინგზე:

ახლა უნდა ვიმყოფებოდეთ ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ, საუკეთესო საკრუიზო პორტ “როიალ კარიბიან”-ში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ყველა პროექტი, რომელიც საქართველოს აღმშენებლობასთან, მიხეილ სააკაშვილთან და მის გუნდთან იყო დაკავშირებული, გააჩერა, ისევე, როგორც გააჩერა მთელი ქვეყანა.

დღეს ბათუმი ქაოსური მშენებლობებისა და კორუფციის ქალაქად, ჭაობადაა ქცეული. არადა, ბათუმი იყო ცნობილი განვითარების სწრაფი ტემპით, რომელიც მსოფლიოში იყო საუკეთესო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გპირდებათ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში შემოვა 10 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, შემოვა 5 მილიონი ტურისტი – სწორედ ამ საკრუიზო პორტს უნდა შემოეყვანა მაღალბიუჯეტიანი ტურისტები არამხოლოდ ევროპიდან, ამერიკიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აქ დახარჯავდნენ ფულს. მხოლოდ ამ საკრუიზო პორტის მეშვეობით ასობით ათასი ტურისტი ერთ სეზონზე ესტუმრებოდა რეგიონს.

26 ოქტომბერს არჩევნებია. რა გვსურს ჩვენ? ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეჩერება, გვსურს მიხეილ სააკაშვილისა და თავისუფალი საქართველოს იდეის ტყვეობა თუ გვსურს აღმშენებლობა, თუ მოგვენატრა ტემპი, ახალი პორტები, აეროპორტები, ახალი სამუშაო ადგილები? ასე რომ, მეგობრებო, 26 ოქტომბერს ვირჩევთ “როიალ კარიბიანის” აშენებას, მაღალშემოსავლიან ამუშაო ადგილებს და ვირჩევთ უამრავ ინვესტიციას აჭარაში“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მედიასივრცე ავტორიტარიზმში არის ბრძოლის ველი” – ელენე ხოშტარია

პარტია ,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ნამდვილი პროფესიონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში…” – გია ხუხაშვილი

მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს ალეგორიული შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გია...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

მიხეილ სააკაშვილი: “თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია ჩაფლული”

საქართველოეს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოზიცია: "თბილისი აღვირახსნილ კორუფციაშია...