იურისტი, სამოქალაქო აქტივისტი ბაჩანა შენგელია, 22 აგვისტოს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, 6 წლის წინ გარდაცვლილ დედასთან, ია კერზაიასთან დაკავშირებით:
“იას ერთ-ერთი ბოლო ფოტოა ❤️ დღეს იუბილარია, დედობის, მეგობრობის და ადამიანობის ეტალონი 🫶
ზუსტად ვიცოდი დრო მკურნალი არ იქნებოდა, უფრო პირიქით არის. როგორც ეს დღე, უამრავი სხვა დღეები ბედნიერებიდან ტკივილად და მონატრებად იქცა. თუმცა ეს დღე მაინც განსაკუთრებულია და გაუმარჯოს იას ამქვეყნად მოვლინებას ❤️❤️
უსაშველოდ მიყვარხარ, დე, და კიდევ უფრო უსაშველოდ მენატრები 🥰” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბაჩანა შენგელია.