პარასკევი, აპრილი 19, 2024

სანამ მეშახტეების დავალიანება არ დიფარება, მთავრობის წევრები კუთვნილ ხელფასს ვერ მიიღებენ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ სანამ მეშახტეების დავალიანება არ დიფარება, კუთვნილ ხელფასს თავადაც ვერ მიიღებენ. მისი თქმით, დავალიანება ერთ მილიარდ გრივნას შეადგენს:

ძალიან გთხოვთ უახლოეს ორ თვეში, მარტსა და აპრილში, სრულად დაფაროთ მეშახტეების სახელფასო დავალიანება. თუ ვერ დაფარავთ და თუნდაც ერთ დღეს დააგვიანებთ, ჩემი აზრით, სამართლიანი იქნება, თუ მთელი მთავრობა ვერ აიღებს ხელფასს, ამ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსნებთ, რომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი მთავრობის წევრებს ხელფასის არ გადახდით ემუქრება. ის აცხადებს, რომ მინისტრების ანაზღაურება უსამართლოა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები პიკის ზღვარზეა მისული. ზელენსკის განცხადებით, ხელფასის მატება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ეკონომიკა მაღალ საფეხურს მიაღწევს.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული