პარტია ,,საქართველოსთვის” თავმდჯომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლის დროს განცხადებას აკეთებს ქვეყანაში არსებულ კორუფციულ სქემებსა და ნეპოტიზმთან დაკავშირებით:
,,ყველა ლარს, ხალხის ფულს – მოპარულს ბიუჯეტიდან, იმ ვაჟბატონებს, ყველას მოატანინებს უკან…
პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა სამართლიანობის და ღირსების ლოზუნგით, დღეს – ნეპოტიზმში და კორუფციაშია ჩაფლული, სამწუხაროდ. მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად კორუფციას ვებრძოდით, დღეს ,,ოცნება”, მისი ელიტები კორუფციის უფლებისთვის იბრძვის.
დღეს ,,ოცნების”, როგორც პარტიის, მთავარი მამოძრავებელი ძალა არის კორუფცია. ეს ძალიან კარგად ჩანს ყოველდღიურად და ნეპოტიზმი, როდესაც ნიჭიერი ახალგაზრდებს უბრალოდ გასაქანი არ აქვთ, სამსახურს ვერ შოულობენ, განათლებას ნორმალურს ვერ იღებენ. იმიტომ, რომ მათი ადგილი დაკავებული აქვთ ვიღაცის ბიძაშვილებს, მამიდაშვილებს და ა.შ.
კორუფცია, რომელიც სპობს ქვეყნის ნორმალური განვითარების ნებისმიერ შესაძლებლობას; კორუფცია, რომელიც არის უსამართლობის ფუნდამენტი, რის გამოც საქართველოდან ახალგაზრდები გარბიან.
ამიტომ კორუფცია, ნეპოტიზმი არის ის, რაც ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყველამ ერთად…”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე